უცხოეთი
უკრაინის ოთხი საბაჟო - კარპატისპირეთის, ლვოვის, ვოლინისა და ჩერნოვიცის - ბრიტანელებს გადაეცემა, კიევისა და ოდესის საბაჟოებზე კი ამერიკელები იმუშავებენ!

1-four-zar-2-anსაქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, შიდა მმართველობისათვის, ბრიტანულ კომპანიას უკრაინის დასავლეთის საზღვარზე მდებარე საბაჟოებს გადასცემს, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა. „კარპატისპირეთის, ლვოვის, ვოლინის, ჩერნოვიცის საბაჟოები სპეციალიზებული კომპანიების მმართველობაში უნდა გადავიდეს“, - განაცხადა მან.

საბაჟოების გადაცემამ ხელი უნდა შეუწყოს კონტრაბანდული ნაკადების შეწყვეტას, გადასახადების გაზრდას საზღვარზე და საბაჟოს ინსტიტუციონალური უნარის ამაღლებას, მიაჩნია პრემიერს და აცხადებს, რომ გადაცემა უახლოეს ვადებში მოხდება.

ამასთან, როგორც Корреспондент.net იუწყება, კიევისა და ოდესის საბაჟოებზე ამერიკელები იმუშავებენ. უცხოელები კიევსა და ოდესაში გამოცდილების გასაზიარებლად ორი თვით ჩამოვლენ.