პოლიტიკა
საქინფორმი: „პარლამენტარი ჯაჭვლიანის განცხადება რუსეთთან დიპურთიერთობების აღდგენის აუცილებლობის შესახებ უხამს კომედიად იქცა“ (ვიდეო+18)

1-ibiard-polit-1-analitსაქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. წინა კვირის ერთ-ერთ რეზონანსულ მოვლენად იქცა „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტარის, მსახიობისა და რეჟისორის სოსო ჯაჭვლიანის განცხადება 22 ივლისის პლენარულ სხდომაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა წინადადება წამოაყენა რუსეთთან დიპურთიერთობების აღდგენის შესახებ რომელიმე შუამავლის გარეშე (საქინფორმის რედაქცია მკითხველს ბოდიშს უხდის არანორმატიული ლექსიკისათვის, რომელსაც ეს ცნობა შეიცავს, მაგრამ მისგან თავის არიდება არ გამოვა, რადგან ეს სიტყვები გუშინ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატების პირიდან ისმოდა).

ჯაჭვლიანის განცხადებას წინ უძღვოდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი კაკო ბობოხიძის (სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან) რეპლიკა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთისადმი ასეთი ნოსტალგია იმით აიხსნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობას „37-მანეთიანი ბილეთები“ (სწორედ ამდენი ღირდა ავიაბილეთი ავიარეისზე „თბილისი-მოსკოვი“ სსრკ-ს დროს - საქინფორმი) და 10-მანეთიანი ბოზები ენატრება...

პასუხად მოჰყვა სოსო ჯაჭვლიანის შემდეგი კომენტარი ვლადიმერ ჟირინოვსკის სტილში:

"სანამ განცხადებას წავიკითხავდე, მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ 37-მანეთიანი ბილეთები და 10-მანეთიანი ბოზები გვენატრება. ბატონო კაკო, ის 37-მანეთი მაშინ ახლა ჩემთვის 5 ათასს ევროიანიავანგარიშობ მსყიდველობით. მე ბოზებში არასდროს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეუერცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. მე, 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნებიმე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტონ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ".

ჯაჭვლიანმა განმარტა - რატომ გადაწყვიტა გამოეყენებინა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აბრევიატურა სპეციალურად: ყველამ, ვინც რუსული ენა იცის, უთხრა ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებს, იცის რას ნიშნავს „იბი“, ხოლო „არდ“ ეს „HARD“-იაო, ანუ „მაგარი“. ამგვარად, „იბიარდზე“ სიარული ნიშნავს გართობას, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებში სიარულს მაგარი სექსისათვის... საქმე ისაა, რომ ერთხელ, როცა ჯაჭვლიანს პარლამენტის სხდომაზე დააგვიანდა, სადაც ვერაფრით შეკრიბეს კვორუმი, დეპუტატმა უმცირესობიდან ეკა ხერხეულიძემ დამცინავად განაცხადა, რომ ის, ალბათ „იბიარდ“-ზე წავიდა. პარლამენტის ეზოში კი ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მართლაც ატარებდა ღონისძიება-პრეზენტაციას ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროების სპეციალისტებისათვის, ცნობილი ქართველი მსახიობი-პარლამენტარი კი სპეციალისტი არ გახლავთ.

დარბაზში ამტყდარი სიცილის, ხუმრობებისა და სირცხვილისაგან გაწითლებული ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძის აღშფოთების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანმა ბოლოსდაბოლოს გააკეთა თავისი განცხადება:

„საქართველოს ტერიტორიები დაქუცმაცებულია, ოკუპირებულია. ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რომ პროცესი არ გაგრძელდეს. არსებობს ამ პრობლემების შეჩერების ორადორი გზა, პირველი ომი და მეორე – დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან. ომით ჩვენ რა მივიღეთ, ვნახეთ და ვიცით. ჩვენი პატრონი არავინ არ არის - არც ამერიკა, არც ევროპა, არც რუსეთი, ყველა თავისი ქვეყნის ინტერესების მიხედვით მოქმედებს. ამერიკა და ევროპა გვეუბნება, გამონახეთ საერთო ენა რუსეთთანო, როცა საქმე საქმეზე მიდგება რაღაცა ძალა უშლის ამ მოლაპარაკებებს. იმავეს გვეუბნებიან რუსები – გამონახეთ საერთო ენა ოსებთან და აფხაზებთან, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ არავინ არ დაგვალაპარაკებს არც ოსებთან და არც აფხაზებთან. ასე რომ, 20 წელია, ჩვენი მტერი და მოყვარე შეშფოთებულია. არაფერი არ იცვლება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, არავინ თავს არ შეიწუხებს. მოკლედ რომ ვთქვათ, "გვაბოლებენ". ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და ველაპარაკოთ რუსეთს ყოველგვარი შუამავლის გარეშე, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს“, - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.