პოლიტიკა
“NATO-ს დაბეჯითებით რეკომენდაციით, ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, არ უნდა აღმოვჩნდეთ ემოციების ტყვეობაში იმიტომ - ეს იქნება მოწინააღმდეგის, მტრის წისქვილზე წყლის დასხმა!” - უსუფაშვილმა ბრიუსელში რუსეთს მტერი უწოდა

1-dato-polit-2-analitსაქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).
ნატო- გენერალურმა მდივანმა, ასევე, „ნატო“- წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა სრულიად ცალსახად დაგმეს ის მოვლენები, რაც ბოლო ხანებში განვითარდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებულნი მიმდინარე მოვლენების შესახებ“, - აღნიშნა, კერძოდ, დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, „ნატო“-ს წევრი სახელმწიფოები გმობენ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებასაც.

„მათი პოზიცია არის ძალიან მყარი, ეს საჯაროდაც გამოხატეს, რომ ისინი გმობენ ამდაგვარ მოვლენებს, ისევე, როგორც აფხაზეთთან, ცხინვალთან დადებულ ე.წ. სათანამშრომლო ხელშეკრულებებს რუსეთის მხრიდან და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების პოზიციას იმის შესახებ, რომ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, არ უნდა აღმოვჩნდეთ ემოციების ტყვეობაში იმიტომ, რომ ეს იქნება მოწინააღმდეგის, მტრის წისქვილზე წყლის დასხმა. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ხაზი და ეს არის მათი ძალიან დაბეჯითებით რეკომენდაცია, რომ არათუ ინიციატორი ვიყოთ დამატებით დაძაბულობის, არამედ არ ავყვეთ პროვოკაციებს“, - განაცხადა, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც „მტერში“ რუსეთის ფედერაცია იგულისხმა.