აქტუალური
თინა ხიდაშელი: „სააკაშვილთან ქილიკს ნამდვილად არ გადავაყოლებ ჩემი ქვეყნის ინტერესებს! ჩვენ არ გავხსნით არანაირ ფრონტის ხაზს და არ დავიწყებთ ომს!“

1-front-aqtual-3საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რადიო „თავისუფლების" სათაო ოფისს ეწვია და საკვირაო პროგრამა დაბრკოლების ზოლის" ავტორ კობა ლიკლიკაძესთან ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

დღევანდელი ვითარება სრულიად ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესი ერთგვარ შესაძლებლობის ფაზას ქმნის იმ გაგებით, რომ რუსეთი არ არის მზად, გახსნას მეორე, მესამე და მეჩვიდმეტე ფრონტები. ის ამას უკვე გააკეთებდა", - განაცხადა, კერძოდ, თავდაცვის მინისტრმა.

შეკითხვაზე, ოპონენტებისგან ხშირად მოგისმენიათ - თუკი რუსეთი მზად არ არის ახალი ფრონტის გასახსნელად, რატომ საქართველო არ იწყებს მუშაობას დეოკუპაცისთვის, - თინა ხიდაშელი პასუხობს:

თავს ვიკავებ ბევრი რამის თქმისგან, რის თქმასაც ჩვენი ოპონენტები იმსახურებენ, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქე და პატრიოტი ვარ. სააკაშვილთან ქილიკს ნამდვილად არ გადავაყოლებ ჩემი ქვეყნის ინტერესებს! ჩვენ არ გავხსნით არანაირ ფრონტის ხაზს და არ დავიწყებთ ომს! ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას - არა. ვიღაცას სისხლი უყივის და ამ სისხლის ყივილის შედეგები ვნახეთ. 2016 წლის შემოდგომაზე ქვეყანაში იქნება სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები და ხალხი გადაწყვეტს, უნდა თუ არა ხელისუფლება, რომელიც სტრატეგიული მოთმინებით მოქმედებს და მიზანიმართულად მიდის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ქვეყანა, რომელიც არ დაუშვებს რაიმე პროვოკაციის გამო ამ ხაზისგან ამოვარდნას", - განაცხადა ხიდაშელმა.

წყარო: რადიო „თავისუფლება"