სამართალი
„შენ პასუხს აგებ იმაზე, რომ მე ბანდიტი მიწოდე. მე კონკრეტულ ფაქტებს მოვიყვან. ყველას მოვუყვები, რატომ გაგაგდეს საკუთარი ქვეყნიდან – ეს მოხდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისთვის, გაუპატიურებული პატიმრებისთვის და შენი გატაცების გამო ფსიქოტროპული საშუალებებით, რომლებიც გონებას აღაგზნებს“, – დაწერა დეპუტატმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. კონფლიქტი სააკაშვილსა და ფილატოვს შორის რამდენიმე დღის წინ ქალაქ ჩერნიგოვში მოხდა. სააკაშვილმა ფილატოვი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა.
უკრაინის სახალხო დეპუტატმა, იგორ კოლომოისკის ყოფილმა მოადგილე ბორის ფილატოვმა მიხეილ სააკაშვილს „ტოტალური იურიდიული ომი“ გამოუცხადა. მან ოდესის ოლქის გუბერნატორს ოფიციალური განაცხადი გაუგზავნა მოთხოვნით, დაასახელოს თავისი ოფიციალური საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი. დოკუმენტის ასლი დეპუტატმა, ასევე, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათავსა.