უცხოეთი
„დილა მშვიდობისა, ამერიკელო მფრინავებო! ჩვენ აქ ვართ, რათა მოგილოცოთ თქვენი დამოუკიდებლობის დღე!“ - აშშ-ის სამხედროები რუსი მფრინავების მილოცვამ დააფრთხო!

1-pilot-zar-2-anსაქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ორი რუსული ბომბდამშენი Ту-95-დან ერთ-ერთის პილოტმა, რომლებიც კალიფორნიის სანაპიროს 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს მიუახლოვდნენ, მისალოცი შეტყობინება გადასცა, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა ფარულ მუქარად შეაფასეს, - იტყობინება The Washington Free Beacon აშშ-ის სამხედრო უწყებაში წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ამერიკის მხარემ ორი გამანადგურებელი F-15 გაუშვა რუსული თვითმფრინავების მიმართულებით, რომლებიც კალიფორნიის სანაპიროს 40 მილის მანძილზე მიუახლოვდნენ. მათ მიერ ავარიულ სიხშირეზე მიღებულ, რუსი მფრინავის ცნობაში ნათქვამი იყო: „დილა მშვიდობისა, ამერიკელო მფრინავებო! აქ ვართ, რათა თქვენი დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ!“ გამოცემის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ეს ცნობა „დამცინავად“ შეაფასეს.