უცხოეთი
დიმიტრი საიმსი: „დასავლეთის ქვეყნების ქმედებები, მოსახლეობის მხრიდან პუტინის მხარდაჭერის შესამცირებლად, ჩაფლავდა!“ - The National Interest-ის მიმომხილველი რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერის მაღალი რეიტინგის მიზეზებში გაერკვა

1-leader-zar-3-anსაქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. დასავლეთის ქვეყნების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერის შემცირებას მოსახლეობის მხრიდან, მარცხით დასრულდა, - მიაჩნია The National Interest-ის მიმომხილველ დიმიტრი საიმსს. გამოცემა რუსეთის ლიდერის მხარდაჭერის მაღალი რეიტინგის მიზეზებში გაერკვა.

ჯერ ერთი, - წერს ავტორი, - „რუსების უმეტესობა მართლაც მხარს უჭერს პუტინს“. ამასთან, ეს მაჩვენებელი დაფიქსირებულია არა კრემლის წარმომადგენლების, არამედ დამოუკიდებელი და პატივცემული საკვლევი ცენტრი „ლევადა-ცენტრის“ მიერ, რომელსაც საკმაოდ რთული ურთიერთობები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან.

გარდა ამისა, - აღნიშნავს საიმსი, - „უკრაინის კრიზისმა რუსი პრეზიდენტის პოპულარობის მნიშვნელოვანი ზრდის პროვოცირება მოახდინა. თუ უკრაინის კონფლიქტის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინის საქმიანობის მოწონების რეიტინგი 65%-ს შეადგენდა, ამჟამინდელი მომენტისთვის ამ მაჩვენებელმა 89%-მდე მიაღწია“.