პოლიტიკა
„იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, „კეთილ ადამიანებს“, ძალიან მალე შეიწყალებს!“ - ირაკლი ღარიბაშვილი
1-nadeius-polit-1-analitსაქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებული ბობოხიძის შეწყალებას (ვიდეო იხ. აქ).
მსჯავრდებულ ბობოხიძეს, რომელიც პროკურატურამ დააკავა, მიესაჯა და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალა. ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილი პრეზიდენტი გვყავს ჩვენ და იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, კეთილ ადამიანებს, ძალიან მალე შეიწყალებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.