პოლიტიკა
„საქართველო მზად არის, განაგრძოს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული მიღწევების გამყარების პროცესში” - ირაკლი ღარიბაშვილი

1-gruzia-polit-2საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და აშშ–ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ვერმონტის ყოფილი გუბერნატორის, NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრი ჰოვარდ დინისა და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონის შეხვედრაზე.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოში NDI-ის სამომავლო საქმიანობის გეგმებსა და პროექტებზე, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საკითხებზე. ყურადღება დაეთმო საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

შსს-ს პროკურატურის, სასამართლო სისტემის რეფორმა და ადამიანის უფლებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ახალი ხელმძღვანელი კრისტიან ურსეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

„საქართველო მზად არის, განაგრძოს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული მიღწევების გამყარების პროცესში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეხვედრაზე საუბარი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს და კონფლიქტისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობას შეეხო.