აქტუალური
„ჩინური ინვესტიციების გაზრდა ხელს შეუწყობს აზია-ევროპის სავაჭრო ნაკადების გაზრდას სამედიცინო და ფინანსურ სექტორებში“ – „პი-ემ-სი“

1-rost-aqtual-1-analitსაქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. „პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი“-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში საქართველოს საქონლის ექსპორტი ჩინეთში გაიზრდება დაახლოებით 9%-ით. მათ შორის მნიშვნელოვნად გაიზრდება ღვინის  (28.5%-ით) და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი (36.7%-ით). მეორე მხრივ,  ჩინეთიდან საქონლის იმპორტი მხოლოდ  1.7%-ით გაიზრდება.

ჩინური ინვესტიციების ზრდის გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ჩინეთთან, მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს ზოგად საინვესტიციო მიმზიდველობას, ამასთან საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციის ხარისხის გათვალისწინებით, არ მოახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ეროვნულ მწარმოებლებზე და არც იმპორტის  ზრდაზე. ყველა ეფექტის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის უფრო მეტად განვითარებას“, - განაცხადა „პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი“-ს ეკონომისტმა  ლაშა ჭოჭუამ.

კვლევა მოამზადა „პი-ემ-სი კვლევითმა ცენტრმა“ (PMC RC), ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (UIBE) ექპერტებთან ერთად.