აქტუალური
„მარგველაშვილი სააკაშვილის დაცვის მიზნით პროკურატურას გამოძიებაში ხელს უშლიდა და გარკვეულ მასალებს საიდუმლო გრიფს არ უხსნიდა“ - ბიძინა ივანიშვილი

1-margvel-aqtual-2-analitსაქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ სამოქალაქო სექტორში გადასულმა ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა გურია ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა:

იმ ჭკუაზე არ გაიარა რომ, როდესაც სააკაშვილზე გამოძიება მიდიოდა პროკურატურაში და მის ხარჯებს უკანონოდ გრიფი საიდუმლო ქონდა დადებული, მოხსნა პრეზიდენტის პრეროგატივა იყო. სამჯერ მიმართა პროკურატურამ და სამჯერვე უთხრა უარი. მან კარგად იცოდა რომ არასწორად იქცეოდა. არცერთ შემთხვევაში გრიფს არ ხსნიდა და იცავდა სააკაშვილს... გამობრძანდნენ თვითონ, თავისი მხარდამჭერები და გააკრიტიკონ, რომ მე ეს არასწორად მივანიშნე“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გურია ნიუსთან საუბრისას ყოფილი პრემიერის კრიტიკას უპასუხა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი თინათინ მჟავანაძის თქმით, პირველი ვეტოს დადების გადაწყვეტილება მოწმეთა დაკითხვის კანონპროექტზე პრეზიდენტმა იმიტომ მიიღო, რომ ამ წესის შეცვლა ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„გრიფის მოხსნა ხელს არ უშლიდა პროკურატურას, რომ გამოძიება ეწარმოებინათ. პრეზიდენტის პოზიცია იყო ის, რომ საქართველოს სახელმწიფო, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს  7 პიჯაკის და სუშის ქვითრის გამო დევნის, დამეთანხმებით, არ გამოიყურება სათანადოდ”, – განაცხადა, კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.