უცხოეთი
„სააკაშვილს გუბერნატორად არ მივიჩნევ, ის დაქირავებული მუშაა“! - კოლომოისკი სასამართლოში უჩივის სააკაშვილს, რომელმაც იგი კონტრაბანდაში და კორუფციაში დაადანაშაულა

1-kolom-zar-2-anსაქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. უკრაინელი ბიზნესმენი, დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომოისკი ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. კოლომოისკი სააკაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

სააკაშვილს სასამართლოში ვუჩივლებ. მან თქვა, რომ აქვს მასალები კონტრაბანდასთან ჩემი კავშირის შესახებ, რომ მის ხალხს ქრთამს ვთავაზობდი. საუბარია საქართველოს გენერალურ პროკურორზე, შინაგან საქმეთა მინისტრზე და პრემიერ-მინისტრზე. როგორ წარმოგიდგენიათ, მოვდივარ რაღაც საგადასახადო პრობლემების განსახილველად და ქრთამს ვაძლევ პრემიერ-მინისტრს და გენპროკურორს?" - განუცხადა კოლომოისკიმ ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ სააკაშვილს გუბერნატორად არ მიიჩნევს, რადგან ის „შაბაშნიკია" და „პოლიტიკურ საშოვარზეა". კოლომოსკის აზრით, სააკაშვილი „გულის სირღმეში საქართველოზე ოცნებობს", ამავე დროს, „უკრაინის პრეზიდენტის სავარძლისკენაც იყურება".

ოდესის გუბერნატორისა და კოლომოისკის გუნდის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სააკაშვილი ქალაქ ჩერნიგოვში ჩავიდა, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში პოროშენკოს ბლოკის კანდიდატის მხარდასაჭერად, რომლის მეტოქეც კოლომოისკისთან დაახლოებულ ბიზნესმენია.