უცხოეთი
ოდესელმა მილიარდერმა სააკაშვილის გადაწყვეტილებით დანგრეული ღობე აღადგინა - ძლიერი ოდესელი აჩვენებენ, რომ სააკაშვილის ბრძანებების შესრულებას არ აპირებენ და არაფრად აგდებენ მის პოპულისტურ ინიციატივებს!

1-zabor-zar-3საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ოდესის პლაჟის გარშემო მდებარე ღობეს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ტრაქტორების მეშვეობით დაანგრიეს, მისი მეპატრონის, ყოფილი სახალხო დეპუტატის, ოლიგარქი ვასილი ხმელნიცკის მითითებით, სამშენებლო კომპანიის მუშები ისევ აღადგენენ. როგორც ბლოგერი, ვინმე trassae95-იუწყება: ,,როგორც სჩანს, ჯერჯერობით მუშები ღობის შემოვლებას ბეტონის კედლებით არ აპირებენ, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიას ისინი მავთულხლართებითა და ლითონის ბადურებით ამაგრებენ. ზღვის სანაპირომდე მისასვლელი გზა ისევ გახსნილია, მაგრამ მოსხლეობას პლაჟზე გადასასვლელად მავთულხლართების გადალახვა მოუწევს. მე გავესაუბრე მუშათა პერსონალს და ისინი ხელს ვინმე ,,უფროსისაკენ“ იშვერენ. რა თქმაუნდა მუშები ,,უფროსში“ ოლიგარქს, ყოფილ სახალხო დეპუტატს ვასილ ხმელნიცკის გულისხმობენ. ოლიგარქის ,,პანსიონს“ სპეციალური დაცვის სამსახური იცავს“.

21 ივლისს ოდესის რეგიონის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ზღვის სანაპირო ზოლის შემოღობილი ნაწილი დაანგრია, რომელიც ადგილობრივი ოლიგარქის, ყოფილი სახალხო დეპუტატი ვასილი ხმელნიცის კუთვნილებაში მყოფი ვილის გარშემო იყო შემოვლებული.

კიეველმა მილიარდერმა ოდესელებს და ოლქის სტუმრებს ბეტონის სქელი კედლით საუკეთესო პლაჟი გადაუკეტა, ესეც არ იკმარა და ღობეზე გატეხილი ბოთლები დაამაგრა, ეზოს კი ავი ძაღლებით იცავს. სახლის პატრონი ოდესაში თვეში ერთხელ ჩადის, დანარჩენ დროს კი უზარმაზარი ტერიტორია სულ ცარიელია”, - წერდა მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

სააკაშვილი მომხდარით კმაყოფილებას ვერ მალავდა და ადგილობრივ მოსახლეობას პლაჟის დაბრუნება მიულოცა, თუმცა სააკაშვილის სიტყვებმა ოდესელების აღფრთოვანება მაინცადამაინც ვერ გამოიწვია.