უცხოეთი
ახლა ყირიმში სარკოზის ელოდებიან: ფრანგი პარლამენტარები ყირიმს ესტუმრნენ და ევროპის პოლიტიკის მეინსტრიმიდან ამოვარდნილი განცხადებები გააკეთეს

1-krim-zar-1საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. კერძოდ, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფრანგული ნაცკრების დეპუტატმა ტიერი მარიანიმ განაცხადა, რომ ყირიმის რეფერენდუმმა „სავალალო მოვლენები“ აღკვეთა, რადგან „სლავიანსკამდე, კრამატორსკამდე და სევეროდონეცკამდე ორი თვით ადრე ჩატარდა“. კიდევ ერთმა პარლამენტარმა კი არ გამორიცხა, რომ ყირიმს მომავალში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ეწვევა.

იმის შესახებ, რომ საფრანგეთის პარლამენტის 10 წევრი რუსეთში მიემგზავრება, ცნობილი გახდა 21 ივლისს, როცა ამის შესახებ ტერი მარიანიმ, ნიკოლა სარკოზის მთავრობაში ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა, განაცხადა. დელეგაციას თან ახლდა სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი. მისი თქმით, გამგზავრების ინიციატორები ის და მარიანი იყვნენ, რომელიც ასოციაცია „ფრანკო-რუსული დიალოგის“ თანათავმჯდომარეა. ის მშვიდობის რუსულმა ფონდმა დააფინანსა, რომლის გამგეობის წევრთა რიცხვში მოქანდაკე ზურაბ წერეთელიცაა.

ყირიმში ჩასული დელეგაციის 10-დან 8 წევრი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, რომელსაც სათავეში ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი უდგას. ასევე, დელეგაციას შეუერთდნენ სენატის წევრი, ცენტრისტი ივ პოცო დი ბორგო, რომელიც პარლამენტის ზედა პალატაში საფრანგეთის დედაქალაქს წარმოადგენს და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანის ნათესავი ჟერომ ლამბერტი, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტულ საპარლამენტო დაჯგუფებაშია.