პოლიტიკა
პატრიკ ჰიკი : „არ შევმცდარვართ, როცა არჩევანი თბილისის სასარგებლოდ გავაკეთეთ. ქართულმა მხარემ ყველაფერი კარგად გააკეთა, რაც ოლიმპიურ ფესტივალს სულ სხვა დონეზე აიყვანს“

1-hik-polit-3საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და კომისიის თავმჯდომარემ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქართულმა მხარემ ოლიმპიადისთვის ყველაფერი დროულად და მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოამზადა.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს სამუშაოები ჩაატარა. პირადად დავათვალიერე ყველაფერი, რაც ამ ფესტივალისთვის იქნა გაკეთებული ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ შევმცდარვართ, როცა არჩევანი თბილისის სასარგებლოდ გავაკეთეთ. ქართულმა მხარემ ყველაფერი კარგად გააკეთა, რაც ოლიმპიურ ფესტივალს სულ სხვა დონეზე აიყვანს",- განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა.