უცხოეთი
აშშ-ში უკმაყოფილო არიან სომხეთში რევოლუციის შეწყვეტით - წერილები, რომლებიც ადასტურებს, რომ სომხეთში ამასწინანდელი საპროტესტო აქციების უკან დგას აშშ, მორიგი „ფერადი რევოლუციის“ ორგანიზება რომ სურს აზერბაიჯანში!

1-usa-zar-1-anსაქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ერთობ საგულისხმოა ამ თვალსაზრისით სომხეთში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი კარენ ჰილიარდის წერილი ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის თავმჯდომარე არტურ საკუნტსისადმი.

პატივცემულო ბატონო საკუნტს,

გწერთ იმისათვის, რომ შეშფოთება გამოვხატო ერევანში მოქალაქეთა საპროტესტო აქტივობის მნიშვნელოვნად შემცირებასთან დაკავშირებით. მიუხედავად თქვენი რწმუნებისა სომეხი საზოგადოების მზაობის თაობაზე, განუხრელად დაიცვან თავისი ინტერესები, ჩვენ ვხედავთ არა მარტო საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობის შემცირებას, არამედ ხისტი, უკომპრომისო რიტორიკიდან მთავრობასთან დილოგზე გადასვლას, ასევე პოლიტიკურ მოთხოვნებზე უარის თქმას. როგორც ჩანს, ვერ შეძელით ადექვატურად გამოგეყენებინათ ხელთ არსებული რესურსები. თქვენი საქმიანობის შედეგები, შესაძლოა შეფასდეს, როგორც სუსტი, ხოლო პროექტის ძირითადი მიზანი მიღწეული არ არის.

მიუხედავად ამისა, ახლა დაუშვებლად მიგვაჩნია მუშაობის შეწყვეტა რომელიმე უწინ დათქმული მიმართულებით, რადგან ამას, შესაძლოა, აზერბაიჯანში დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინაციის რღვევა მოჰყვეს. მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოთ სახალხო პროტესტის ყველა ფორმის გააქტიურებისკენ. აღნიშნული პროექტი ჩვენი რეგიონული სტრატეგიის ქვაკუთხედს წარმოადგენს უახლოეს ხანებში. თქვენი შემდგომი ქმედებები განსაზღვრავს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატს მომავალში.

პატივისცემით,
კარენ ჰილიარდი
USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სომხეთში“.