პოლიტიკა
მედიაკავშირი „ობიექტივი“: „2015 წლის სულ რაღაც 5 თვეში „რუსთავი 2“-მა სახელმწიფოსგან მიიღო 376 155 ლარზე მეტი, ანუ 7-ჯერ მეტი თანხა, ვიდრე “ობიექტივმა“ მთელი 2 წლის განმავლობაში“

1-obiektiv-polit-3საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი.  „რუსთავი 2“-ის ეთერით „მედიის განვითარების ფონდის“ თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილისა და „რუსთავი 2-ის“ ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ეკა კვესიტაძის აღშფოთებული განცხადების პასუხად, თითქოსდა „ობიექტივს“ 2 წლის განმავლობაში სახელმწიფომ თითქმის 53 ათასი ლარი მისცა, მედიაკავშირი "ობიექტივი" განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„ობიექტივი, ყოველგვარი აღშფოთების გარეშე გაცნობებთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფომ ნამდვილად განათავსა თითქმის 53 ათასი ლარის ღირებულების რეკლამა. ამავე დროს, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“-ს მონაცემებით 2015 წლის სულ რაღაც 5 თვეში ტ/კ „რუსთავი 2“-მა სახელმწიფოსგან რეკლამის დამზადება-განთავსებისთვის მიიღო 376 155 ლარზე მეტი, ანუ 2015 წლის მხოლოდ 5 თვეში, „რუსთავი 2“-მა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიიღო 7 -ჯერ მეტი თანხა ვიდრე “ობიექტივმა“ მთელი 2 წლის განმავლობაში. ამასთან, 2015 წლის გასულ თვეებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან „ობიექტივს” მიღებული აქვს 0 თეთრი. დასკვნის გამოტანა, საზოგადოებისთვის მიგვინდია!“ - აცხადებს მედიაკავშირი „ობიექტივი“.