სამართალი
შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლებს შეხვდა

1-arCil-samart-3საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. შსს-ში სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ევროპისა და აზიის ოფისის საგარეო ურთიერთობათა ოფიცერ ჯანელ კუროდას და შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და „INL“–ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე მხარებმა მიმდინარე და განხორციელებული პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

შსს აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან უკვე მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, კინოლოგიური დანაყოფის განვითარება და სხვა.