პოლიტიკა
1 GEL – 2,28 USD – 2,52 EUR - ლარი კვლავ გაუფასურდა. ეკონომიკური ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შემოდგომიდან ლარის კურსი კვლავ დაეცემა და გაზი და წყალი გაძვირდება…

1-lari-polit-1-analitსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. გაუფასურების მაჩვენებელმა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 0,0082 ლარი შეადგინა. გუშინდლიდან ერთი დოლარის შეძენა გაცვლით პუნქტებში 2.28 ლარითაა შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე 2.27 ლარი ღირდა.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. გაუფასურების ოფიციალური ნიშნული 0,0014 ლარია. გუშინდლიდან ერთი ევროს ღირებულება 2,52 ლარია მაშინ, როდესაც აქამდე ეს მაჩვენებელი 2,30 ლარს შეადგენდა.

შემოდგომიდან ლარის კურსის კვლავ ვარდნას არ გამორიცხავენ ეკონომიკური ექსპერტები. გარდა ამისა, სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო, უახლოეს მომავალში ტარიფები ელექტროენერგიასთან ერთად, გაიზრდება ბუნებრივ აირსა და საკვებზეც.

ხვალ შეიძლება დადგეს საკითხი, გაზის და წყლის სუბსიდირების, საქალაქო ტრანსპორტის ფასების ზრდის, ან მეტროპოლიტენის სუბსიდირების ან ტარიფების მომატების. ამის რეალური საფრთხე არსებობს, გამომდინარე, პირველ რიგში არასწორი საბიუჯეტო პოლიტიკიდან“, - აცხადებს „ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.

ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ვარაუდით, ახალი წლისთვის კომპანიები კვლავ ჩავარდებიან ცუდ მდგომარეობაში და ისევ ტარიფის ზრდას მოითხოვენ.

თუ არ მოხდა ეკონომიკის გაჯანსაღება, ინვესტიციების შემოდინება, ლარის კურსს ვერც ეროვნული ბანკი და ვერც ვერავინ დაიჭერს“, - განმარტავს გურამ ჩალაგაშვილი.

პარალელურად, სემეკს დღეს „თელასის“ განაცხადის განხილვის ვადა ეწურება.

მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, დაიწყებს თუ არა მსჯელობას თბილისის სადისტრიბუციო კომპანიის მოთხოვნაზე, ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით.