საზოგადოება
ქობულეთის ტურისტულ ზონაში უნიკალური ჯიშის მცენარეები იჩეხება

chexa-tyeebisგარემოს დაცვის სამინისტრო და პრეზიდენტი სააკაშვილი, ერთის მხრივ, გარემოს დაბინძურებისთვის ახალ-ახალ ჯარიმებს აწესებენ და გარემოს გამწვანების ახალ-ახალი ინიციატივებითა და მოსაზრებებით გამოდიან; მეორეს მხრივ კი, უფრო სწრაფი ტემპით ჩეხენ თბილისსა და რეგიონებშიც მრავალწლიან, უნიკალური ჯიშის ხეებს. ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, სადაც სასტუმროების მშენებლობა მიმდინარეობს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მითითებით, უკვე დაიწყო ხეების გაჩეხა. ამ ტერიტორიაზე მრავალი წლის წინათ გაშენებული ფიჭვის, ნაძვისა და ნეკერჩხლის ხეების ნაწილი უკვე მოჭრილია. ამჟამად ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ მდებარე აკაციის ხეები იჭრება. ტექნიკის გადაადგილების შედეგად დაზიანებულია ფიჭვის ახალი ნარგავებიც. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხეების მოჭრის მიზეზად ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას ასახელებენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ ის ხეები მოიჭრება, რომლებიც ხელს სასტუმროების მშენებლობას შეუშლის. მუნიციპალიტეტის დავალებით გაჩეხილი ხეები რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ომის ვეტერანებს ეძლევათ. ტერიტორიაზე კიდევ 30 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე მოიჭრება. ფიჭვნარის ტურისტული ზონის განვითარების თავდაპირველი გეგმა ტერიტორიაზე არსებული ნარგავების ხელუხლებად დატოვებას ითვალისწინებდა.