აქტუალური
"ლარის კურსზე გავლენას ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დაუღალავი კამპანია ახდენს" - გიორგი ქადაგიძე

1-kad-aqtual-3-analitსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აკეთებს.
"ლარის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს დაუღალავი კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მუდმივი შეტევები რეფინანსირების განაკვეთზე, რომელსაც ლარის კურსთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს.
ინფლანციის მართვა ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია. დღევანდელი ინფლაცია სამიზნე ნიშნულზე ქვევით არის და ამ მიმართულებით განსაკუთრებულ საფრთხეებს ვერ ვხედავ. ფასები შემცირდა მსოფლიოში ყველა ძირითად სასაქონლე ჯგუფზე. შემცირდა ფასები ნავთობზე, ხორბალზე, შაქარზე და ა.შ. ეს კი დადებითად მოქმედებს ამ მიმართულებით. მაგრამ აუცილებელია იმ კონკრეტული ღონისძიებების გატარება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების გაზრდას", - აცხადებს, კერძოდ, გიორგი ქადაგიძე.
ქადაგიძემ მარგველაშვილის ადმინისტრაციასთან კონსულტაციები გამართა. რეკომენდაციები, რომელზეც მხარეებმა იმსჯელეს, სავარაუდოდ, იმ დოკუმენტში აისახება, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი შენიშვნების სახით პარლამენტს წარუდგენს.

გიორგი ქადაგიძეს მიაჩნია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფა საბანკო სექტორის პოლიტიზებას გამოიწვევს.
ქადაგიძის შენიშვნები მიუღებელია ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელისთვის.
პარლამენტმა კანონი საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის შესახებ 3 მოსმენით უკვე მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროეტის ავტორები მეჭიაური და ებანოიძე ამჟამად ვენაში ახალ რეკომენდაციებს ისმენენ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. გიორგი მარგველაშვილს ვეტოს დადების ვადა შაბათს ეწურება.