პოლიტიკა
„თუ არა ჩემი ახირება, არც ერთი ინვესტორი ამ პროექტს არ განახორციელებდა“ - ბიძინა ივანიშვილი "პანორამა თბილისზე"

1-kapriz-polit-2-analitსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „გურიანიუსთან“ საუბარში აცხადებს.

- ბატონო ბიძინა, თქვენი პროექტის - „პანორამა თბილისის“ გახორციელება უკვე დაიწყო... არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ ეს მავნებლური პროექტი და დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში უხეში ჩარევაა.

- ამას ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ორგანიზაციები აცხადებენ. თავის დროზე, ალეკო ელისაშვილი ამბობდა, მისი ახირებააო... შემიძლია საკუთარ თავს ასე ვუწოდო - თუ არა ჩემი ახირება, არც ერთი ინვესტორი ამ პროექტს არ განახორციელებდა.

მაგ პროექტიდან ფული შეიძლება, ვერასდროს დაიბრუნო და რენტაბელურიც ვერ გახდეს. ექსკლუზიურ ნაწილს პირადად მე ვაფინანსებ და არა პარტნიორები.

... მაგრამ რა ვქნათ, რა ვუყოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათგან მართულ ენჯეოებს. ისეც არ მინდა, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩავყარო. თუმცა, ძირითადი მასა „ნაციონალებისგანაა“ მართული.

ეს ქვეყნის მტრობაა და მათი სურვილია, რომ ეს არ აშენდეს. საყდრისზეც იგივე პრობლემაა. მათ სურვილი აქვთ რომ, როგორმე გაჩერდეს ეკონომიკა და სწორედ, ამას ერჩიან. ალეკო ელისაშვილი ამაზე გადიოდა და როცა დავულაგე, რაზე ცრუობდა, გაჩერდა. ფილმიც დავდეთ ამაზე და ნახეთ  „ჯიდიესში“.

მოიყვანონ ნებისმიერი სპეციალისტი და ნახონ, რა ხდება, - განაცხადა, კერძოდ, ივანიშვილმა.