პოლიტიკა
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ეროვნული უშიშროების საბჭოს ავლაბრის რეზიდენციაში განთავსება სამართლებრივად გამართლებული არ არის“ - მაია ცქიტიშვილი

1-avlabar-polit-3-analitსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, თავდაპირველად უშიშროების საბჭის მდივანი ირინა იმერლიშვილი თანახმა იყო, რომ პრეზიდენტს დაქვემდებარებული ეროვნული უშიშროების საბჭო ათონელის N25-ში განთავსებულიყო. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა for.ge წერს. თუმცა შემდეგ იმერლიშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს მაია ცქიტიშვილს წერილი მიწერა განმარტებებითურთ. მას წერილობითვე უპასუხა ცქიტიშვილმა: სამწუხაროა, რომ თქვენ ამბობთ უარს სამართლებრივი პროცედურის მიხედვით ალტერნატიულ ფართში გადასვლაზე და ყველა სხვა უწყებისათვის ჩვეულებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას ცდილობთ“.

რაც შეეხება იმერლიშვილის პრეტენზიას - „ათონელზე მდებარე შენობა ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად არ არის აღჭურვილი“, - საპასუხო წერილში ცქიტიშვილი წერს, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განთავსებისათვის მოწყობილი შენობა ათონელის ქ. N25-ში სრულად პასუხობს ნატოს უსაფრთხოების სტანდარტებს, ვიდეომეთვალყურეობის და დაშვების სისტემების ჩათვლით. 
ამავე წერილში ცქიტიშვილი წერს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ქონების პირველადი თანხმობა აბდუშლიშვილის ქ. N1-ში განთავსებაზე არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას და არც უშიშროების საბჭოს მიღებული არ აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ეროვნული უშიშროების საბჭოს აბდუშელიშვილის ქ. N1-ში განთავსება და ამ უწყებების მიერ მათ დებულებაში აღნიშნული მისამართის მითითება არ არის ამ სახელმწიფო ქონების მათთვის გადაცემის ტოლფასი და არ წარმოადგენს ამ ფართით სამართლებრივად გამართლებული სარგებლობის საფუძველს.