აქტუალური
საქართველოში , გენერალ უილიამ ფრეიზერის ხელმძღვანელობით, Capstone-ის დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით იმყოფება . დელეგაციის წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ მიიღო

1-cap-aqtual-1საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი.  თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მნიშვნელოვან გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ამ პროგრამის წევრები არიან ლიდერები ამერიკაში სამხედრო სფეროში. ისინი ამერიკის სამხედრო პოლიტიკას და, გარკვეულწილად, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ. შესაბამისად, ჩვენთვის, როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორისთვის, მნიშვნელოვანი იყო პროგრამის წევრებთან შეხვედრა, მათთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარემოს გაცნობა. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა“, - განცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ.