აქტუალური
თავდაცვის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სპეციალურმა მრჩეველმა ჯონ მაკკულამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობა დაასრულა

1-makula-aqtual-2საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი.  გამგზავრებამდე ჯონ მაკკულა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძესა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდნენ.

ანა დოლიძემ ჯონ მაკკულას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მადლობის სიგელი გადასცა.

რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯონ მაკკულამ რეალურად მნიშვნელოვანი კონსულტაცია გაგვიწია ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რომელიც დღეს გვაწუხებს... ეს არის საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება“, - განაცხადა, კერძოდ, ანა დოლიძემ.

დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სამინისტროში სპეციალური მრჩეველი ორი თვის წინ დროებით მოავლინა. ჯონ მაკკულა თავდაცვის უწყებას კონსულტაციებს რეფორმების განხორციელების პროცესში უწევდა.