აქტუალური
ანა დოლიძე: „გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ჯარში სუიციდის პრევენციის საკითხზე კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს“

1-ana-aqtual-3საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. სწორედ ამ საკითხზე გამახვილდა ყურადღება თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძისა და აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორი გიორგი სიხარულიძის შეხვედრაზე.

ანა დოლიძეს გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სამომავლო გეგმები კი ისეთ თემებს მოიცავს, როგორიცაა: სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური დახმარება, ახალი ფსიქოთერაპიული მეთოდების დანერგვა, ფსიქოლოგიური სერვისების რეგიონული განვითარება, ფსიქოგანათლება თავდაცვის უწყებაში და არასამთავრობო სექტორსა და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობა.