უცხოეთი
„ბესარაბია არ ენდობა სააკაშვილს“ - აქციის: „შორს პოროშენკო!“ „სააკაშვილო, კმარა ტყუილები!“ - ორგანიზატორობა „ბესარაბიის სახალხო რადამ“ იტვირთა

1-bes-zar-1-anსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ოდესის ოლქის კომინტერნის რაიონის აქტივისტებმა გამართეს სახალხო ვეჩე, რომლის მიმდინარეობისასაც უნდობლობა გამოუცხადეს ადგილობრივსა და კიევის ხელისუფლებას. ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ვეჩეზე მივიდნენ პლაკატებით: „შორს პოროშენკო!“, „სააკაშვილო, კმარა ტყუილები!", „ჩვენ თავისუფალი ბესარაბიის მომხრე ვართ!“.

„ბესარაბია არ ენდობა სააკაშვილს, ბესარაბია არ ენდობა პოროშენკოს. ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ დამცველი, ბესარაბიის კომენდანტი. ის ჩვენს ინტერესებს დაიცავს ჩინოვნიკთა კაბინეტებში“, - განაცხადა „ბესარაბიის სახალხო რადის“ ხელმძღვანელმა ვერა შევჩენკომ.

 იმავე დღეს „ოდესის თავდაცვის“ აქტივისტებმა ნაგვის ყუთში ჩააგდეს ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატი ალექსეი კოსმინი, - იუწყება „უკრაინის პრესა“ და აღნიშნავს, რომ აქტივისტებმა დეპუტატი ბაკში ჩააგდეს, ფქვილი დააყარეს და „ზელიონკა“ შეასხეს.

1-bes-zar-1-1