პოლიტიკა
ორი კარგი დანიშვნა: შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გახდა, სასჯელაღსრულების მინისტრი - კახი კახიშვილი, „რესპუბლიკელები“ კი „ხახამშრალი“ დარჩნენ!
1-dva-polit-2-analitსაქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გიორგი მღებრიშვილი იყო წარმატებული მინისტრი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აღმოიფხვრა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, წამება, სისასტიკე, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. გოგამ გააუქმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მოხდა მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პირველად, სახელმწიფო ხარჯავს მილიონობით ლარს პატიმრების მკურნალობისთვის. გოგა არის ინოვაციური პროექტის ინიციატორი, ვგულისხმობ ელექტრონულ სამაჯურებს, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება პატიმრების მონიტორინგი შინაპატიმრობაში. ბატონი გოგა არის ორი შვილის მამა, წესიერებით გამორჩეული, პროფესიით სამართალმცოდნე და ამ სფეროში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იგი არაერთ, მათ შორის მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. გოგა არის ძლიერი მენეჯერი, კარგად იცნობს სისტემას და ზუსტად იცის, რა სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენს პოლიციელებს. დარწმუნებული ვარ, ის განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესს და ამ ამოცანას თავს წარმატებით გაართმევს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პროფესიით იურისტია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი. „ბატონი კახი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში და მას ყველა ძალიან კარგად ახასიათებს. მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და ობიექტურმა ექსპერტმა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ახალ მინისტრებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ უწყებები, რომლებიც მათ ჩაიბარეს, სამაგალითო იქნება.