აქტუალური
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი პრეზიდენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანაავტორი არ არის” - აზიმ სადიკოვი

1-azim-aqtual-1საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფონდს კანონპროექტზე შენიშვნების წარმოდგენა სთხოვა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ არის პრეზიდენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანაავტორი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გვთხოვა, წარმოგვედგინდა მოსაზრებები, შემუშავეულ დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენ გავუზიარეთ მათ ტექნიკური კომენტარები კანონპროექტის ამ ვერსიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა აზიმ სადიკოვმა.