პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: “მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა “ქართული ოცნების”, არამედ სახელმწიფოს წინაშე!”

1-gio-polit-1-analit-5საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, მისი ყველა გამოსვლის, ვეტოს, პოლიტიკური შეხედულებების ამოსავალი არის ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა.

როდესაც მე დავინახავ, რომ რამე ტიპის კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს, მე არ შევშინდები, არ გავალ ბუჩქებში, არ ვიტყვი, რომ ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ და ამიტომ არ ვიტყვი სიმართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ამას მოჰყვება პოლიტიკური კამპანიები, ღიად ვიტყვი სიმართლეს, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ეს კარგია საქართველოსთვის. შეიძლება ეს არ იყოს კომფორტული მმართელი გუნდისთვის, მაგრამ მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა “ქართული ოცნების” წინაშე, არამედ საქართველოს მოქალაქეების წინაშე, სახელმწიფოს წინაშე; რომ ემსახურებოდეს არა პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყანას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.