პოლიტიკა
ანასტასია გონჩაროვა: „მე არ მინდა, რომ კახა ბენდუქიძის დანატოვარი განადგურდეს!“ - იგი ირწმუნება, რომ აწ გარდაცვლილი ოლიგარქის ბიოლოგიური ქალიშვილია და ბრძოლას იწყებს მისი მემკვიდრეობისათვის...

1-ana-mtსაქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. ანასტასია გონჩაროვას გამოჩენა თბილისში კახა ბენდუქიძის ქალიშვილის როლში ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 25 წლის მოსკოველი გოგონა პრეტენზიას აცხადებს ქართველი რეფორმატორის მემკვიდრეობაზე. ინტერვიუში, რომელიც მან მისცა საინფორმაციო სააგენტოს «Новости – Грузия», იგი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რატომ არავინ არ იცნობდა მას ადრე საქართველოში და რის მიღწევას ცდილობს.

-კახას ქვრივი, ნატალია ზოლოტოვა ცდილობს მოიპოვოს უფლება მთელ  მის მემკვიდრეობაზე. მე მივმართე სასამართლოს იმისათვის, რომ მცნონ კახა ბენდუქიძის ღვიძლ შვილად და მის მემკვიდრედ.

-რა თანხაზეა საუბარი? ამბობენ, რომ კახა ბენდუქიძის მემკვიდრეობა დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს.

-ამის შესახებ მხოლოდ ნატალია ზოლოტოვამ იცის, მაგრამ საიდუმლოდ ინახავს.

თუ შევძლებთ იმის დამტკიცებას, რომ კახას ქორწინება უკანასკნელ წლებში დაირღვა, მე ვხდები რიგით მომდევნო მემკვიდრე... მართალია, ამისთვის ჯერ მომიწევს ოფიციალურად დავამტკიცო, რომ მე მისი ქალიშვილი ვარ.

-კი, მაგრამ შენს წინააღმდეგ გამოდის კახას დაც - ნუნუ ბენდუქიძე. იგიც არ ჩქარობს გცნოს კახას ქალიშვილად და თვლის, რომ შენ ნატალიას ხელს ვერ შეუშლი.

-მე ძალიან მტკენს გულს ნუნუს დამოკიდებულება - იგი ხომ მამაჩემის ერთადერთი დაა, ხოლო მე - მისი ერთადერთი ქალიშვილი... ახლა ჩემი მამიდა მოწმედ გამოდის ნატალია ზოლოტოვას პროცესზე ჩემს წინააღმდეგ.

მე სწორედ იმიტომ მინდა ვიყო კახას მემკვიდრე, რომ გავაგრძელო მისი საქმე და მივიღო მონაწილეობა უნივერსიტეტების განვითარებაში.

-რატომ მალავდა კახა შენი არსებობის ფაქტს და თვითონ რატომ არ გცნო შვილად ოფიციალურად?

-ეს დაკავშირებულია, პირველ ყოვლისა, დედაჩემის და მისი ქმრის, იგორ გონჩაროვის ინტერესებთან. დედას არ უნდოდა ოჯახის დანგრევა და ამიტომ კახას შეუთანხმდა, რომ მისი მამობა საიდუმლოდ დარჩებოდა.

კახა გამაცნეს, როდესაც 10 წლის ვიყავი. როდესაც 14 წლის გავხდი, მან გადაიხადა სწავლის საფასური და გამიშვა სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, სკოლა-ინტერნატ Clifton College - ში. როდესაც 18 წლისა გავხდი, ერთ-ერთი საუბრისას ეგრევე განმიცხადა: „მე შენი ბიოლოგიური მამა ვარ“.

რას იზამ, თუ მემკვიდრეობის საქმეს მოიგებ?

-მაქვს მიზეზი ვივარაუდო, რომ ჩემი ოპონენტები არაფერზე არ დაიხევენ უკან. მაგრამ მე ვაპირებ ამ საქმეს ბოლომდე მივყვე - ასე მასწავლიდა მამა.

თუნდაც ვერ გავიმარჯვო სასამართლოში, მე მაინც დავრჩები საქართველოში... ახლა მე საქართველოს მოქალაქე ვარ. და რა თქმა უნდა, ვსწავლობ ქართულ ენას - კახას ყოველთვის უნდოდა ეს.

(იბეჭდება შემოკლებით)

1-ana-1 1-ana-2
1-ana-3 1-ana-4