პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე ყირიმის გამო დაზარალდა - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლმენტის ექს-სპიკერს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა
1-nina-polit-3საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. აღნიშნულის მიზეზი ბურჯანაძის მოსკოვში, რუსეთის დუმის თავმჯდომარე ნარიშკინთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებები გახდა. ამ განცხადებების გამო, ბურჯანაძისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვის მოთხოვნით, ქვეყნის საგარეო უწყებას რამდენიმე ორგანიზაციამ მიმართა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნა საგარეო უწყებამ შესამოწმებლად უშიშროებას გადაუგზავნა, იმის გადასამოწმებლად, თუ რამდენად შეიცავდა ნინო ბურჯანაძის განცხადებები ანტიუკრაინულ შინაარსს. უშიშროებიდან მიღებული პასუხის შემდეგ საგარეო უწყებამ "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერს უკრაინაში შესვლა აუკრძალა.