აქტუალური
უკრაინის მთავრობაში მომუშავე ქართველი ჩინოვნიკების დაბალი ხელფასები კორუფციულ გარიგებებში ჩართვის რისკებს ქმნის: სააკაშვილის ხელფასი 578 ლარია, კვიტაშვილმა წლის განმავლობაში 626 ლარი მიიღო, ზღულაძემ კი ნახევარ წელიწადში - 11 ლარი

1-zarplata-aqtual-1-analit-საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი.  ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ინფორმაციას არ ფლობს, ვინ უზრუნველყოფს უკრაინის ხელისუფლებაში დანიშნული ქართველი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა ცხოვრების ხარჯებს.

როგორც ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის წერილშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილის შრომით ანაზღაურება წარმოადგენს 5644 უკრაინულ გრივნას, რაც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგენს, დაახლოებით 578 ლარს.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს, უფლებამოსილების განხორციელების დღიდან, 2014 წლის 2 დეკემბრიდან მოცემულ პერიოდამდე, ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება ერიცხება 6109,00 უკრაინული გრივნა, რაც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგენს, დაახლოებით 626 ლარს. წერილის თანახმად, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო არ უზრუნველყოფს მინისტრის ადგილზე საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე-გლუკსმანის მიერ 2004 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მაისის მდგომარეობით მიღებული შრომითი ანაზღაურება, საერთო ჯამში შეადგენს 113.974 უკრაინულ გრივნას, რაც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგენს, დაახლოებით 11.684 ლარს. წერილში აღნიშნულია, რომ ეკატერინე ზღულაძე-გლუკსმანის საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას არ უზრუნველყოფს უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტი.