აქტუალური
უკრაინაში საქართველოს ყოფილი თანამდებობის პირთა ხელფასებსა და ხარჯებზე ინფორმაციის ანალიზი მათი საქმიანობის მიზნებს, რეალურ საფუძვლებს წარმოაჩენს - გეწაძემ 3347 ლარი მიიღო, დანარჩენების საცხოვრებელ ხარჯებს კი უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტი არ უზრუნველჰყოფს!

1-analiz-aqtual-2-analit-2საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი.  ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ინფორმაციას არ ფლობს, ვინ უზრუნველყოფს უკრაინის ხელისუფლებაში დანიშნული ქართველი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა ცხოვრების ხარჯებს.

უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე გია გეწაძის მიმართ 2015 წლის თებერვალში გაიცა 4268,00, ხოლო მარტში, აპრილსა და მაისში, ცალკ-ცალკე, 9462,00 უკრაინული გრივნა, რაც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგენს დაახლოებით 3347 ლარს.

წერილის თანახმად, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ანაზღაურდებოდა არც ხატია შელიას და არც ჯაბა ებანოიძის ქვეყანაში ცხოვრების ხარჯებიც. სამინისტროს ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროში არ მუშაობს გიორგი წიკლაური. ამასთან, მინისტრთა კაბინეტის სამდივნო აღნიშნავს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე 2014 წლის 23 დეკემბრიდან მუშაობდა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მრჩევლად, მაგრამ 2015 წლის 1 ივნისიდან ის აღარ იკავებს ამ თანამდებობას. სამდივნოს ცნობით, ლევან ვარშალომიძის პრემიერის მრჩევლად საქმიანობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ყოფილა ანაზღაურებული. ამასთან, წერილში ნათქვამია, რომ მრჩევლებზე, რომლთა საქმიანობაც არ არის ანაზღაურებული, არ გაიცემა არც პრემიები და არ იფარება ქვეყანაში ცხოვრების ხარჯებიც.