აქტუალური
საყვარელიძის ხელფასი 503 ლარია: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრების უკრაინაში ყოფნა ემსახურება პოლიტიკური რეაბილიტაციის საკითხს, რეფორმების გატარების სურვილს თუ არაღიარებულ პოლიტიკურ თავშესაფარს!

1-oklad-aqtual-3-analit-3საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი.  ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ინფორმაციას არ ფლობს, ვინ უზრუნველყოფს უკრაინის ხელისუფლებაში დანიშნული ქართველი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა ცხოვრების ხარჯებს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძის თანამდებობრივი სარგო შეადგენს, 4914,00 უკრაინულ გრივნას, რაც საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, დაახლოებით 503 ლარია. დავით საყვარელიძე ასევე ღებულობს დანამატს ხელფასზე სტაჟის გამო, რომელიც წარმოადგენს თანამდებობრივი სარგოს 15%-ს. ასევე დანამატს და პრემიასაც, რაც უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, თანამდებობრივი სარგოს 10%-ს. როგორც წერილშია აღნიშნული, უკრაინის გენერალური პროკურატურა არ ფლობს ინფორმაციას დავით საყვარელიძის საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, უკრაინის სახელმწიფოს ბიუჯეტი არ უზრუნველყოფს არც ერთი მოქმედი თუ ყოფილი ქართველი თანამდებობის პირის უკრაინაში ცხოვრების ხარჯებს. ერთი მხრივ ეს ზრდის მაღალი კორუფციის საფრთხეს, მეორე მხრივ კი - ფინანსური მოტივაციის გარეშე, საჯარო უწყებების მიმართ ნაკლებ ნდობას.