პოლიტიკა
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სექტემბრიდან რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას იწყებს
1-conferen-pol-1საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. კონფერენციების ორგანიზების გეგმაზე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პარტიის ლიდერები აქტიურად იმუშავებენ ახალგაზრდული ფრთის გაძლიერებისა და ქალთა ჩართულობის ზრდის მიმართულებით. ახალ ეტაპზე გადადის პარტიის სტრუქტურული გაძლიერება. გასვლითი ღონისძიებები სექტემბრიდან დაიწყება და კონფერენცია ყველა რაიონში გაიმართება. პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განსახილველ კანონპროექტებზე, ასევე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.