პოლიტიკა
„საქართველო მზად უნდა იყოს პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებებისთვის“ - საპარლამენტო უმრავლესობა

1-gia-polit-2საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ასე აფასებენ უმრავლესობაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებას საქართველოს სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებით. სააგენტო “სპუტნიკის” ცნობით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არ აპირებენ დროშის დაბრუნებას, რომელიც ე.წ. ოსური სასაზღვრო ნიშნების ადგილზე იყო აღმართული.

უნდა ვიყოთ მზად იმსათვის, რომ პროვოკაციული ქმედება, განცხადებები, იქნება მუდმივად. რასაკვირველია ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს არ არის მსჯელობა, მაგრამ საერთოდ ამ საკითხთან დაკავშირებით საკმარისად განცხადებებიც გაკეთდა. რთულ შეკითხვებს სვამთ - შეუძლია თუ არა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციას, გადმოსცეს ქართველებს ქართული დროშა. ეს ღირსების საკითხიც არის, მე ვფიქრობ, და ღირსეული მოწინააღმდეგე სწორედ ეგრეც მოიქცეოდა. არ არის სამწუხაროდ არავინ ღირსეული ჩვენს მოწინააღმდეგეთა შორის", - აცხადებს გია ვოლსკი.