პოლიტიკა
„თემურ იაკობაშვილი და ნიკა რურუა - მარგველაშვილის ბავშვობის მეგობრები არიან“ - მამუკა არეშიძე

1-detstvo-polit-3-analitსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად წარმოჩინდეს. არეშიძე ამბობს, რომ თუ ეროვნული ბანკის კანონპროექტზე ვეტოს დადებისას პრეზიდენტმა ევროკავშირის რეკომენდაციები მოიშველია, სამაგიეროდ არავითარი გამართლება არ აქვს მის მიერ აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალებას. არეშიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი ძველი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის გავლენის ქვეშ არის მოქცეული მით უმეტეს, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ბევრი წარმომადგენელი ერთი ბუდიდან არის ამოფრენილი“- აცხადებს არეშიძე.

სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრი თემურ იაკობაშვილი მარგველაშვილის ბავშვობის მეგობარია. პრეზიდენტი არც იმას მალავს, რომ მას ახლო მეგობრობა აკავშირებს ნიკა რურუასთან. ამდენად არ გამოვრიცხავ, რომ ეს ურთიერთობები მარგველაშვილის ზოგიერთ გადაწყვეტილებაზე არცთუ უმნიშვნელო გავლენას ახდენს“,- აცხადებს მამუკა არეშიძე „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში.

წყარო „ასავალ დასავალი“