აქტუალური
თინათინ ხიდაშელმა "ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების" პრეზიდენტსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა

1-aleksandre-AQTUAL-1საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის დაბადების დღეზე თბილისში ავიაციის კვირეული წელსაც გაიხსნება.

საორგანიზაციო შეხვედრა გვქონდა ფონდის წარმომადგენლებთან. ბევრ ახალ ინიციატივაზე შევთანხმდით. წლევანდელ კვირეულს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ 2016 წლის ღონისძიებისთვის მეტი პარტნიორი მოვიზიდოთ და მეტი ინიციატივები გავახმოვანოთ. შევთანხმდით, რომ თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურ პოპულარიაზაციას გაუწევს ალექსანდრე ქართველის სახელს შემოდგომაზე დაგეგმილი საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში“,- განაცხადა, კერძოდ, თავდაცვის მინისტრმა.

დიდი მხარდაჭერა გვაქვს მინისტრისგან და მადლიერები ვართ ამის გამო. ალბათ ერთობლივად შევქმნით საკოორდინაციო კომისიას და მოვემზადებით ალექსანდრე ქართველის 120 წლის იუბილესთვის“,- განაცხადა "ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების" პრეზიდენტმა ლელა ქართველიშვილმა.

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი)სახელს უკავშირდება 14 ამერიკული სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავის შექმნა. ალექსანდრე ქართველი აშშ-ის ატომური კომიტეტის წევრი იყო, მუშაობდა NASA-ს გასაიდუმლოებულ და მთვარის პროექტებზე.