აქტუალური
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ ემბარგოს ამზადებს, რომელიც საქართველოს შეეხება?
1-embargo-AQTUAL-3საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. აღნიშნულ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. ემბარგო იმ ქვეყნებისთვის დაწესდება, რომლებმაც ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებს დაუჭირა მხარი. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა უკვე მისცა დავალება ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც აქამდე არ მონაწილეობდნენ ანტირუსულ სანქციებში, თუმცა უკვე შეუერთდნენ მათ, განახორციელოს საპასუხო სამრეწველო ემბარგოს კორექტირება და შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტს მიმართოს. ამ დროისათვის ცნობილია, რომ მთავრობის დადგენილების პროექტი შვიდ ქვეყანასთან დაკავშირებით მუშავდება და ერთ-ერთი მათგანი საქართველოა.