აქტუალური
შსს-მ 66 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

1-ekstazi-aqtual-2საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირაკლი . ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 66 აბი და დაფხვნილი ნახევარი აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც 4,9479 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ამფეტამინის, მეტამფეტამინის და „ექსტაზის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.