უცხოეთი
საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. 9 აგვისტომდე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი, რესპუბლიკაში სამგლოვიარო ღონისძიებასთან დაკავშირებით, ჩაიკეტება, - ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იტყობინება.
„აგვისტოს ომის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით, სამგლოვიარო ღონისძიებების ჩატარების პერიოდში, 7 და 8 აგვისტოს შეწყდება მოქალაქეთა გატარება საქართველოსთან გადამკვეთი სახელმწიფო საზღვრის ადგილებში“, - ნათქვამია ცნობაში.