აქტუალური
ERBD საქართველოსთვის 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს გამოყოფს - პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი ამ ფაქტს ჯერჯერობით კომენტარს არ უკეთებს
1erbd-aqtual-1საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ მელითაურმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (EBRD) შორის რეგიონალური განვითარების მესამე პროექტის“ განხორციელების მიზნით. ბანკის მხარდაჭერით გათვალისწინებულია მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია, აგრეთვე სხვადასხვა ქალაქებში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება.