აქტუალური
საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ს წინააღმდეგ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი წარმოებაში მიიღო: „ვინ აზროვნებს კრეატიულად და ვინ არის კრეტინი?“

1Sud-aqtual-2საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში წილის დაბრუნებას ითხოვს. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მან ტელეკომპანიაში პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

„სასაცილო სარჩელი და მოსამართლის მიერ მიღებული შოკის მომგვრელი გადაწვეტილება“ - საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ასეთ შეფასებას აძლევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტი ქიბარ ხალვაშის სარჩელს და მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწრვეტილებას. თამთა მურადაშვილის თქმით, სარჩელი 2 ნაწილად არის გაყოფილი, პირველი კი საავტორო უფლებებს ეხება. მურადაშვილის ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ის არის „რუსთავი 2“-ს ლოგოს ავტორი და გადაცემების: „უკანასკნელი გმირის“, „ჯეობარისა“ და „ფორტ ბოიარდის“ ავტორი, რაშიც ის 500 ათას აშშ დოლარს ითხოვს. იურისტის განმარტებით, აღნიშნული პროექტები საერთაშორისო ფორმატის ლიცენზირებული პროექტებია, რომლებსაც ტელევიზია ყიდულობს., ხოლო ტელეარხის ლოგოს, რომელიც დროდადრო იცვლებოდა, „რუსთავი 2“-ის დიზაინერები ქმნიდნენ, რომლებიც „უფრო კრეატიულად აზროვნებენ, ვიდრე ხალვაში“.