აქტუალური
საქართველომ Су-ს მოდიფიკაციის აწყობა რუსული დეტალების გარეშე დაიწყო

1Su-aqtual-3-analitსაქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. თბილისი საწარმო „ავიამშენებელშიСу-ს მოდიფიკაციის საკუთარი მოიერიშე თვითმფრინავის აგებას იწყებს - მთლიანად რუსული შემადგენელი დეტალების გარეშე, - განაცხადა ქარხნის ხელმძღვანელმა ნოდარ ბერიძემ.

Су-31 - უწინ აღნიშნულ საწარმოს დიმიტროვის სახელობის 31-ე ავიაქარხანა ერქვა. ის სსრკ-ს დროს შეიქმნა და უშვებდა როგორც სამხედრო თვითმფრინავებს, ასევე, სხვა სამხედრო ტექნიკასაც.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ აქ ისრაელის დახმარებით მოდერნიზებულ Су-ს აწყობდნენ, თუმცა დეტალებს მაინც რუსეთიდან იღებდნენ, რაც შეუძლებელი შეიქნა 2008 წლის ომის შემდეგ.