უცხოეთი
ლატვიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ტატიანა ჟდანოკმა Sputnik International-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპაში ანტირუსული განწყობების მთავარი პროპაგანდისტები პოლონეთის, შვედეთის, დანიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკური მოღვაწენი არიან
1-tatiana-zar-2საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. დეპუტატის თქმით, პოლონეთის, შვედეთის, დანიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკური მოღვაწეები ყველაზე მეტად აკრიტიკებენ რუსეთს. „ჩვენი პოლიტიკოსები ცდილობენ მოახდინონ ამ ანტირუსული განწყობების ექსპორტირება ე. წ. ბებერ ევროპაში - გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში - ქვეყნებში, რომლებსაც მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ რუსეთთან“, - განაცხადა ჟდანოკმა. მან აღნიშნა, რომ სწორედ ეს ქვეყნები იყვნენ იმ ანტირუსული სანქციების მთავარი ინიციატორებიც, რომლებიც რფ-ს წინააღმდეგ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით იქნა დაწესებული.