უცხოეთი
ჩინეთის ქალაქ ტიანძინში უზარმაზარი აფეთქება მოხდა

kitai-zar-1საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. ჩინეთში ქალაქ ტიანძინში უზარმაზარი აფეთქება მოხდა. წინასაწრი ინფორმაციით, ქალაქის პორტში ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე კონტეინერები აფეთქდა. შესაძლებელია ახლოს საწვავით სავსე ტერმინალებიც ყოფილიყო. BBC-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი.

ჩინეთის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, პირველი აფეთქება 3 ტონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტი იყო, ხოლო მეორე - 21 ტონის. აფეთქებამ ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.