სამართალი
საშობაოდ 500–მდე მსჯავრდებულს შეიწყალებენ

amnistiaადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე შობა-ახალი წლის დღეებში დაახლოებით 400-500 მსჯავრდებულის შეწყალებას ელოდება. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებული 220 პატიმრის ციხიდან გაშვების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

კერძოდ, მათი ნაწილი სასჯელაღსულებით დაწესებულებებს ახალი წლის დღეებში, ნაწილი კი შობის დღესასწაულზე დატოვებს. გარდა ამისა, მოხდება სხვა ახალი პატიმრების შეწყალებაც და საერთო ჯამში ოჯახებს საახალწლოდ 400-500 მსჯავრდებული დაუბრუნდება. ლორთიფანიძის თქმით, შეწყალების კომისია შესაბამისი რეკომენდაციით პრეზიდენტს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებულ პირებთან დაკავშირებით მიმართავს, თუმცა პრეზიდენტი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმრებსაც იწყალებს.