უცხოეთი
„Foxtrot Alpha“-ს სამხედრო მიმომხილველი ტაილერ როგოუეი: აშშ-ს შეუძლია წელიწადში 600 მლრდ დოლარი ხარჯოს თავდაცვაზე, თუმცა, არავითარი დასტური არ არსებობს, რომ კონვენციური ომი რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის სასარგებლოდ დასრულდება...

Alpha-zar-2-anსაქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთს თავის საზღვრებთან ომის წარმოების, სხვადასხვა მიმართულებით ფრონტის გახსნის უნარი შესწევს და ფლობს რესურსებს ჰიბრიდული ომების საქარმოებლად, რაც მის არმიას ფაქტობრივად უძლეველად აქცევს აშშ-სა და ნატოსთვის, - მიაჩნია სამხედრო თემატიკის ბლოგი Foxtrot Alpha-ს დამფუძნებელს.

აშშ მიხვდა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ლოგისტიკურ სირთულეებს აწყდება. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის რკინიგზებზე დასავლეთ ევროპისგან განსხვავებული სიგანის ლიანდაგებია, რის გამოც აღჭურვილობის მიწოდება პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს“, - ციტირებს მიმომხილველი ამერიკელი გენერალი რეი ოდიერნოს სიტყვებს.

ანალიტიკოსის აზრით, უცნაურია ის ფაქტი, რომ პენტაგონში ამის შეახებ მხოლოდ ახლა შეიტყვეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის არმიის სხვადასხვა დანაყოფი ევროპაში უკვე 75 წელია მოქმედებს.