აქტუალური
თინა ხიდაშელი: „ამერიკელი პარტნიორებისთვის მიწოდებული ინფორმაცია და ინიციატივები საქართველოს დაჭრილი და დაზარალებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრობლემების მოგვარებას უკავშირდება“

1depart-aqtual-1საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის საკითხებში, ჯეიმს როდრიგესსა და აშშ-ის გენერალური შტაბის მთავარ სერჟანტ  ბრაიან ბატალიას შეხვდნენ.

ამერიკულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სამედიცინო პერსონალის გადამზადებაში დაეხმაროს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორებისთვის მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ინიციატივები საქართველოს დაჭრილი და დაზარალებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრობლემების მოგვარებას, მათ დასაქმებასა და დამატებითი განათლების მიღების შესაძლებლობებს უკავშირდება.

ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ქვეყანაა. ჩვენ მივიღეთ მიწვევა ვაშინგტონში დაგეგმილ სიმპოზიუმზე.

შესაძლებლობას მოგვეცემა, კონტაქტი დავამყაროთ ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელსაც გამოცდილება გააჩნია ამ მიმართულებით. თავდაცვის სამინისტროში შექმნილი დეპარტამენტი კი, რომელიც კონცენტრირებული იქნება ჩვენი დაჭრილი სამხედროების პრობლემების მოგვარებაზე, რეალურად ფუნქციონირებას სექტემბერში დაიწყებს “,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.